საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 25 ადამიანი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 3 845 კვლევა ტესტით, მათ შორის, 2 199 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 646 – PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 594 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 229 763-ს.
ბოლო დღე-ღამეში არის კორონავირუსით გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამურად, 2 628 პირი ემსხვერპლა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 963 პირი, ჯამურად, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 222 405-მდე.