„სამი სახლი“ – ზაზა ურუშაძის ფილმის ონლაინჩვენება
2 იანვარს, 22:00 საათზე, ფეისბუქზე, პირდაპირი ეთერის ფორმატში, ზაზა ურუშაძის ფილმ „სამი სახლის” ონლაინჩვენება გაიმართება, რომელიც რეჟისორის ხსოვნას ეძღვნება.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ფილმი სამი ნოველისგან შედგება, რომელსაც ერთი ნახატის ისტორია აერთიანებს. პირველი ამბავი მე-19 საუკუნის ბოლოს, ძველ საგვარეულო სახლში ვითარდება, მეორე ამბავი მეორე მსოფლიო ომის ფონზე მიმდინარეობს, მესამე კი თანამედროვე ქალაქელი ბიჭის სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს.
ფილმში მონაწილეობენ: ჟანრი ლოლაშვილი, ზურაბ ყიფშიძე, მურმან ჯინორია, დავით იაშვილი, თორნიკე ბზიავა, ნინელი ჭანკვეტაძე, ნინო ბურდული, ნინო ქორიძე, ეკა ანდრონიკაშვილი, ნატო მურვანიძე, ვასილ ბახტაძე, ზურა ინგოროყვა.
ფილმის ჩვენება გაიმართება ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე. ჩვენების ბმული ასევე გაზიარდება ეროვნულ კინოკლუბში.
ეროვნული კინოცენტრის ოფიციალური ფეისბუქგვერდი:
https://www.facebook.com/GeorgianNationalFilmCenter