ელიზაბეთ რუდი: ყველაზე მეტად მენატრება კავკასიის მთები, ჩემი საყვარელი ხარაგაული და, რა თქმა უნდა, ჩემი ქართველი მეგობრები – გისურვებთ მშვიდობიან, ბედნიერ 2021 წელს

აშშ-ის ელჩის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი საქართველოს მოქალაქეებს ახალ წელს ულოცავს.

„რა მენატრება საქართველოში? ყველაზე მეტად მენატრება კავკასიის მთები, ჩემი საყვარელი ხარაგაული და, რა თქმა უნდა, ჩემი ქართველი მეგობრები და ყველა ის ქართველი, ვინც საქართველოს ასეთ შესანიშნავ ქვეყნად აქცევს. გილოცავთ შობა-ახალ წელს და გისურვებთ მშვიდობიან, ბედნიერ 2021 წელს!“, – აღნიშნავს ელიზაბეთ რუდი.

ამერიკის საელჩომ გაავრცელა ვიდეო, რომლითაც საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ყოფილ ელჩებსა და აშშ-ის საელჩოს ყოფილ თანამშრომლებთან ერთად საქართველოს მოქალაქეებს ახალ წელს ულოცავს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები