„მინდა დაგემშვიდობო შენი უბადლო აბესალომით, რომელიც ლეგენდარულმა ზურაბ ანჯაფარიძემ სიცოცხლეშივე გადმოგილოცა“

ალექსანდრე ხომერიკის გარდაცვალებას  ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მთარგმნელი, მეცნიერი და აკადემიკოსი ინესა მერაბიშვილი ეხმაურება.
„დიდი ქართველი მომღერლის, ალეკო ხომერიკის მოულოდნელი წასვლით დაზაფრულები ვართ მისი მეგობრები და გულშემატკივრები.
ვუსამძიმრებ მის უსაყვარლეს მეუღლეს, ქალბატონ მარინას, შვილებს, შვილიშვილებს და მთელ ოჯახს. ალეკოს არაჩვეულებრივი ოჯახი ჰყავდა, მაგრამ მისთვის ყველაზე თბილი და დიდებული სახლი თბილისის ოპერის თეატრი იყო.
მას ბევრი ჯილდო და დიდი აღიარება ხვდა წილად, მაგრამ ყველაზე მეტად მას მაყურებლის ტაში აბედნიერებდა.
31 დეკემბერს, 14 საათზე, როდესაც ქართველი საზოგადოება მას ბოლო პატივს ოპერის თეატრში მიაგებს, მჯერა, რომ უკანასკნელ გზაზე მას დიდი ტაშით გააცილებენ.
მე კი, ჩემო ალეკო, დღეს მინდა დაგემშვიდობო შენი უბადლო აბესალომით, რომელიც ლეგენდარულმა ზურაბ ანჯაფარიძემ სიცოცხლეშივე გადმოგილოცა“, – წერს ინესა მერაბიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები