ანგელა მერკელი გიორგი გახარიას პრემიერმინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

“ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობები ჩვენს მთავრობებს შორის მომავალი თანამშრომლობისა და ჩვენს საზოგადოებებს შორის ურთიერთობების გაღრმავებისთვის კარგ საფუძველს იძლევა”, – ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფედერალური კანცლერი, ანგელა მერკელი ოფიციალურ წერილში წერს, სადაც ის გიორგი გახარიას პრემიერმინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.

ანგელა მერკელი ხაზს უსვამს, რომ გერმანია გააგრძელებს საქართველოს სანდო პარტნიორობას სამართლებრივი სახელმწიფოსა და დემოკრატიის სტრუქტურების განვითარების გზაზე.

„პატივცემულო ბატონო პრემიერმინისტრო, გილოცავთ თქვენს კვლავ არჩევას ამ თანამდებობაზე. ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობები კარგ საფუძველს იძლევა ჩვენს მთავრობებს შორის მომავალი თანამშრომლობისა და ჩვენს საზოგადოებებს შორის ურთიერთობების გაღრმავებისთვის. გერმანია გააგრძელებს საქართველოს სანდო პარტნიორობას სამართლებრივი სახელმწიფოსა და დემოკრატიის სტრუქტურების განვითარების გზაზე.

დიდი გამოწვევების პერიოდში გისურვებთ წარმატებებსა და ძალას თქვენი საპასუხისმგებლო ამოცანების შესრულებაში”, – ნათქვამია ოფიციალურ წერილში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები