28 დეკემბერი დოდო ჭიჭინაძის დაბადების დღეა
„დღეს დოდო ჭიჭინაძის დაბადების დღეა. ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა რუსთაველის საზოგადოებაში“, – ასე ეხმაურება მსახიობ თამარ (დოდო) ჭიჭინაძის დაბადების დღეს რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი დავით შემოქმედელი და ფოტოსაც აქვეყნებს.
დოდო ჭიჭინაძე 1924 წლის 28 დეკემბერს ქუთაისში დაიბადა.
დაამთავრა საქართველოს კინოსტუდიასთან არსებული კინომსახიობის სტუდია 1945 წელს.
1950 წლიდან იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი. გადაღებულია ფილმებში: „დავით გურამიშვილი“ (ქეთევანი, 1946), „ჭრიჭინა” (თინა, 1954), „ბაში-აჩუკი” (ნინო, 1956), „ნინო” (ეთერი, 1959), „ცისფერი მთბი ანუ დაუჯერებელი ამბავი” (1983), „გაფითრეუბლი თებერვლის ლანდი (მარო მაყაშვილი)” (დოკუმენტური, 2005), „გამცილებელი” (2006) და სხვ.
დოდო ჭიჭინაძე 2009 წლის 3 ნოემბერს გარდაიცვალა, 84 წლის ასაკში.