გიორგი გახარია: შეზღუდვების შემსუბუქება, იმისთვის, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მართვაში პროგრესი იყოს მდგრადი, შესაძლებელია, იყოს განხილული პირველი თებერვლიდან
“შეზღუდვების შემსუბუქება იმისთვის, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მართვაში პროგრესი იყოს მდგრადი, შესაძლებელია, იყოს განხილული პირველი თებერვლიდან”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პრემიერის თქმით, უფრო ადრე შეზღუდვების შემსუბუქება არსებულ მიღწევებს რისკის ქვეშ აყენებს.
„რეალური შემსუბუქება იმისთვის, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მართვაში შედარებითი პროგრესი იყოს მდგრადი, შესაძლებელია, იყოს განხილული პირველი თებერვლიდან. უფრო ადრე ეს ყველაფერი მაინც რისკის ქვეშ აყენებს იმ ძალიან ფრთხილ მიღწევებს, რაც ჩვენ გვაქვს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.