ბაიდენი აცხადებს, რომ აუცილებელია რუსეთის მხრიდან მომდინარე გამოწვევებზე “პასუხის გაცემა”

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ქვეყანამ რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეების ფონზე ადაპტირება უნდა შეძლოს.

ამის შესახებ ბაიდენმა უსაფრთხოების სფეროში ექსპერტებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“ვისაუბრეთ სხვადასხვა სტრატეგიულ სირთულეზე, რომელსაც წავაწყდებით რუსეთის და ჩინეთის მხრიდან, ასევე, რეფორმებზე, რომლებიც უნდა გავატაროთ, რომ ამ გამოწვევებზე პასუხის გაცემის დროს ძლიერ პოზიციებზე ვიყოთ”, – თქვა აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, რეფორმები ითვალისწინებს “თავდაცვის სფეროში პრიორიტეტების განახლება, რომ მომავალში აგრესიას უკეთესი პასუხი გაეცეს”.

“იმის მაგივრად, რომ არსებული სისტემების მოდერნიზაციაში ბევრი ფული ჩავდოთ, ინოვაციები უნდა გავზარდოთ, ასევე, სხვანაირად მიდგომა შევიმუშაოთ მზარდ საფრთხეებზე ისეთ ახალ სფეროებში, როგორიც არის კიბერუსაფრთხოება”, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები