ერდოღანი: თურქეთი ჩინურ ვაქცინას ახალ წლამდე მიიღებს

“თურქეთი იმედოვნებს, რომ ჩინური ვაქცინის – Sinovac-ის პირველ პარტიას ახალ წლამდე მიიღებს”, – განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეპ თაიფ ერდოღანმა.

ამის შესახებ Anadolu წერს.

ანკარა ჩინური ვაქცინის პირველი ეტაპის მიღებას გუშინ ელოდებოდა, თუმცა, მიწოდება რამდენიმე დღით გადაიდო, რაც უკავშირდება პეკინის საბაჟოზე კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების გამოვლენას.

ჯამურად, თურქეთი გეგმავს Sinovac-გან ვაქცინის 50 მილიონი დოზის მიღებას, ასევე, ქვეყნის ჯანდაცვის უწყება შეთანხმდა Pfizer/BioNTech-ის პრეპარატის 4,5 მილიონი დოზის შესყიდვაზე, მომავალში კიდევ 30 მილიონი დოზის მიღების დათქმით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები