ისრაელში 70 წლის მამაკაცი Pfizer-ის ვაქცინით აცრის შემდეგ გულის შეტევით გარდაიცვალა

ისრაელის ქალაქ ბეთ-შეანში 70 წლის მამაკაცი ვაქცინაციის შემდეგ რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

ამის შესახებ 9tv.co.il გამოცემა Srugim-ზე დაყრდნობით წერს.

აღინიშნება, რომ მამაკაცმა ფაიზერის ვაქცინა საავადმყოფოში მიიღო და სახლში წავიდა, რამდენიმე საათში კი გულის შეტევით გარდაიცვალა.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროში მომხდარის მოკვლევა დაწყებულია. უწყებაში ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

ისრაელში კომპანია Pfizer-ის ვაქცინით მოსახლეობის აცრა 20 დეკემბერს დაიწყო.

ამ დროისთვის, ვაქცინირებულია 300 ათასზე მეტი ადამიანი, თუმცა, არცერთ მათგანს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არავითარი პრობლემები არ შექმნია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები