საქართველოდან 27 დეკემბრამდე 8 ათასი ტონა ვაშლია ექსპორტირებული

საქართველოდან პირველი აგვისტოდან 27 დეკემბრამდე 8 ათასი ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 3.4 მილიონი დოლარი შეადგინა.

აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული, ვაშლის ექსპორტის მოცულობა 14-ჯერ აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 3.1 მილიონი დოლარით გაიზარდა.

მიმდინარე წელს წარმოებული ვაშლის ექსპორტი, ძირითადად, განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ, 7.6 ათასი ტონა.

რუსეთის ფედერაციის გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე ყაზახეთში, სომხეთში, უნგრეთში, თურქმენეთში, სინგაპურსა და ჰონკონგში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები