სემეკ-ი ელექტროენერგიის ახალ ტარიფს ხვალ გამოაცხადებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) 29 დეკემბერს, 12:00 საათზე საჯარო სხდომაზე განიხილავს კომპანიების: სს „თელასის“, სს „ენერგო პრო ჯორჯიას“, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და შპს „რუსთავის წყალის“ მომართვებს სამომხმარებლო ტარიფებთან დაკავშირებით.

“სემეკ-ი მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება ტარიფების დადგენის პროცესის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, მის შესახებ საზოგადოების მუდმივ ინფორმირებას. ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების შესაბამისად, კომისია სთავაზობს დაინტერესებულ პირებს, მედიასაშუალებებს სხდომაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციურად, პროგრამის საშუალებით, რომლითაც პირდაპირ რეჟიმში შეეძლებათ სხდომაზე განსახილველი საკითხების მოსმენა, საკითხთან დაკავშირებული პოზიციის დაფიქსირება ან/და კითხვის დასმა. სხდომაზე დისტანციური მონაწილეობისთვის ბმულის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა, მედიის წარმომადგენლებმა შესაბამისი მოთხოვნა უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: pr@gnerc.org არაუგვიანეს 29 დეკემბრის 12:00 საათისა. სემეკ-,ი შეახსენებს დაინტერესებულ პირებს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიების ამჟამად მოქმედი სამომხმარებლო ტარიფები დადგენილია 2017 წელს 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. სატარიფო მეთოდოლოგიების შესაბამისად, ახალი გრძელვადიანი ტარიფები ძალაში შევა 2021 წლის 1-ელი იანვრიდან”, – აცხადებენ სემეკ-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები