ეკატერინე ტიკარაძე: პირველი იანვრიდან გადაუდებელი სამედიცინო დახმარება 1 200 000-ზე მეტ პაციენტს გაეწია

“პირველი იანვრიდან გადაუდებელი სამედიცინო დახმარება 1 200 000-ზე მეტ პაციენტს გაეწია”, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ანგარიშის პრეზენტაციისას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის საქმიანობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, 2020 წელი ცენტრისთვის მრავალმხრივ მნიშვნელოვანი და დატვირთული იყო.

„მოსახლეობის საჭიროებებზე სწრაფი რეაგირებისთვის, 24-საათიან რეჟიმში ქვეყნის მასშტაბით მორიგეობს 332 სამედიცინო ეკიპაჟი, 1 149 ექიმი, 1 330 ექთანი, 1 276 მძღოლი და 89 პარამედიკოსი. სოფლის ექიმის პროგრამით მოსახლეობას ემსახურება – 1206 ექიმი და 1 442 ექთანი. 1-ლი იანვრიდან გადაუდებელი სამედიცინო დახმარება 1 200 000-ზე მეტ პაციენტს გაეწია“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები