რუსეთში აშშ-ის ელჩი ქვეყნის მოქალაქეებს რუსული ვაქცინის დოზას არ წაართმევს – ჯონ სალივანმა აცრაზე უარი თქვა

რუსეთში აშშ-ის ელჩმა, ჯონ სალივანმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადებაზე უარი თქვა კორონავირუსის საწინააღმდეგო “სპუტნიკV” ვაქცინით აცრასთან დაკავშირებით.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში საელჩოს პრესმდივანმა, რებეკა როსმა დაწერა.

“ელჩი სალივანი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადებისთვის მადლობას უხდის, თუმცა, არ სურს, რუსეთის მოქალაქეებს “სპუტნიკV”-ის დოზა წაართვას. მადლიერნი ვართ, რომ ორი ამერიკული ვაქცინა უკვე დამტკიცებულია და ბრიტანეთში, ლათინურ ამერიკაში, აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში ადამიანებს კოვიდ19-თან ბრძოლაში ეხმარება”, – წერია ინფორმაციაში.

ასევე, აღინიშნება, რომ “თუ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩვენს საშობაო სურვილებს შეისმენს და თითქოსდა მას აქვს წვდომა თოვლის ბაბუასთან, საუკეთესო საჩუქარი იქნებოდა უკანონოდ დაკავებული ამერიკის მოქალაქეების – პოლ უილანისა და ტრევორ რიდის გათავისუფლება”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები