„ვირუსთან ერთად აუცილებლად ვირუსის მუტაციაც არსებობს, ეს არის ბიოლოგიური ევოლუციის დაუწერელი კანონი,”- საქართველოში კორონავირუსის ახალ შტამს იკვლევენ

საქართველოში კორონავირუსის ახალ შტამს იკვლევენ. ქართველი ეპიდემიოლოგების განმარტებით, კორონავირუსის მუტაცია გასაკვირი არ არის, რადგან COVID-19-ის ვირუსმა ცვლილება უკვე 23-ჯერ განიცადა.

„თუ მედიკამენტი არ შეიქმნა ამ ვირუსის საწინააღმდეგოდ მაღალეფექტური, პანდემიის მსოფლიოში დამარცხება ალბათ ძალიან გართულდება. ვირუსთან ერთად აუცილებლად ვირუსის მუტაციაც არსებობს. ეს არის ბიოლოგიური ევოლუციის დაუწერელი კანონი, რაც უფრო დიდი ხანი ცირკულირებს ვირუსი და ადამიანიდან ადამიანზე გადახტება, ნიშნავს რომ მას რისკი ექმნება, რომ მუტაცია განიცადოს და ახალი შტამით მოგვევლინოს. ყველა ის შტამი, რომელიც ახლა გაჩნდა და დიდი აჟიოტაჟია მსოფლიოში, სწორედ სუსტი იმუნიტეტის ადამიანებში ვერც მოერია ადამიანი და ვერც ადამიანს მოერია. აი იქ გაჩნდა მუტაცია,” – ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.

კორონავირუსის  ახალი შტამი დიდ ბრიტანეთში რამდენიმე დღის წინ სამხრეთ აფრიკიდან ჩასულ ორ პირს დაუდასტურდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები