ირაკლი ღარიბაშვილი: ახალი სტანდარტების დანერგვა ნიშნავს გაცხადებულ პრინციპს – ყველაფერი საუკეთესო ჯარს და ამ მთავარი პრინციპის რეალობაში საქმედ ქცევას

„ახალი სტანდარტების დანერგვა ნიშნავს გაცხადებულ პრინციპს – ყველაფერი საუკეთესო ჯარს და ამ მთავარი პრინციპის რეალობაში საქმედ ქცევას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის უწყების 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას.

ამ პრინიციპის გათვალისწინებით, თავდაცვის მინისტრმა, თავდაცვის ძალების თანამედროვე, მსოფლიო ბრენდების მიერ წარმოებული სპეციალური ტექნიკით აღჭურვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„საბჭოთა დროის და მოძველებული სპეცტექნიკის ჩანაცვლების ფარგლებში შევისყიდეთ 500-მდე სპეცტექნიკა – გერმანული „MAN“-ის, იტალიური „IVECO“-ს და ამერიკული „FORD“-ის მიერ წარმოებული მანქანები და სპეციალური ტექნიკა,“ – აღნიშნა მან.

ახალი სპეც-ტექნიკით აღჭურვა თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაუმჯობესებას, მობილურობის ზრდას და დავალების ეფექტიანად შესრულებას შეუწყობს ხელს. თავდაცვის მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტი თავდაცვის ძალების საავტომობილო და სპეციალური ტექნიკით დაკომპლექტებასა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ახალი საავტომობილო საშუალებების შესყიდვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ხარჯების ეფექტიანობის თვალსაზრისითაც, რადგან მოძველებული ტექნიკის შენახვა და გარემონტება თავდაცვის ძალებს მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში მილიონობით ლარი უჯდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები