კახა კალაძე: კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული ოჯახების პრობლემა მოგვარებულია

მინდა, სიამაყით გითხრათ, რომ კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული ოჯახების პრობლემა მოგვარებულია,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მალე „ცენტრ პოინტის“ საქმეც წარმატებით დასრულდება.

„მინდა, შევეხო დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობების პრობლემას. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ქალაქში ჩნდებოდა ასეთი შენობები, სადაც ადამიანებს გადახდილი აქვთ თანხა საცხოვრებელი სახლის შესაძენად. ბევრმა დეველოპერულმა კომპანიამ ვერ შეასრულა ვალდებულება და ამან სერიოზული პრობლემა შექმნა ქალაქისთვისაც. მივიღეთ ვიზუალურად ცუდი შენობა-ნაგებობები და გაჭირვებული ადამიანები. ამ მიმართულებითაც გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები და მინდა, სიამაყით გითხრათ, რომ კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული ოჯახების პრობლემა მოგვარებულია, მინდა საკრებულოს თითოეულ წევრს ამისთვის გადავუხადო დიდი მადლობა, რადგან ეს მხოლოდ მერის ან მერიის თანამშრომლების დამსახურება არ არის. ეს ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგია. ძალიან მეამაყება, რომ ხელი მოვკიდეთ ისეთი პრობლემების მოგვარებას, რაც ათეული წლებია არსებობს ქალაქში და სიამაყით შემიძლია, ვთქვა, რომ „ოლიმპიური ვარსკვლავის“ დაზარალებულების პრობლემა მოგვარდა, ასევე „ცენტრ პოინტის“ საქმე ბოლოში გადის და 6 000 ოჯახს, ვინც ელოდება სამშენებლო სამუშაოების დასრულებას, მალე მივულოცავთ“,- განაცხადა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები