კახა კალაძე: ელემენტარული მათემატიკა ვინც იცის, ციფრები როცა გამოქვეყნდა, ძალიან მარტივი დასათვლელი იყო ეს ცდომილება

ელემენტარული მათემატიკა ვინც იცის, ციფრები როცა იქნა გამოქვეყნებული, ძალიან მარტივი დასათვლელი იყო, რომ ეს იყო ცდომილება, – ამის შესახებ თბილისის მერმა ISFED-თან დაკავშირებული მოვლენების კომენტირებისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ეს არის ის რევოლუციური სცენარის ნაწილი, რომელზეც მმართველი გუნდი საუბრობდა.

„არ ვიცი საერთოდ, სერბეთი რა შუაშია, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ის რევოლუციური სცენარის ნაწილი, რაზეც ჩვენ ჯერ კიდევ არჩევნებამდე ვსაუბრობდით. ელემენტარული მათემატიკა ვინც იცის, ციფრები როცა იქნა გამოქვეყნებული, ძალიან მარტივი დასათვლელი იყო, რომ ეს იყო ცდომილება და პირველივე დღეებიდან შეგიძლიათ ამოიღოთ არქივიდან მასალები, ნახავთ იმ განცხადებებს, რასაც ჩვენ ხაზს ვუსვამდით, რომ არასწორად იყო დათვლილი და მოწოდებული მონაცემები“, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისათვის, ბათილი ბიულეტენების რაოდენობის დათვლასთან დაკავშირებით „სამართლიანი არჩევნების“ გამგეობის თავმჯდომარე თამარა სართანია განმარტავს, რომ „PVT“ დაფუძნება მოხდა სერბეთის „PVT“ „სოფთზე“, პროგრამულ უზრუნველყოფაზე, სადაც ბათილ ბიულეტენებსაც ათვლიან.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები