გია ვოლსკი – ISFED-ზე: სერიოზული პრობლემა შექმნა იმ შეცდომამ, რომელიც მე პირადად არ მიმაჩნია შეცდომად და ბევრი ეჭვობს, რომ ეს გარკვეული შეთანხმება იყო

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ISFEDI-მა საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში შეცდომა კი არ დაუშვა, ეს გარკვეული შეთანხმება იყო.

როგორც ვოლსკი განმარტავს, აღნიშნულმა ფაქტმა სერიოზული პრობლემა შექმნა.
„ოპოზიციას არ აქვს პოზიტიური განწყობა, პირიქით, ახლა ცდილობენ, ისე წარმოაჩინონ, თითქოს, ISFED-ის ხელმძღვანლის გათავისუფლებაც კი არაფერია და რაღაც ტექნიკურ შეცდომას ჰქონდა ადგილი. რეალურად კი, სერიოზული პრობლემა შექმნა იმ შეცდომამ, რომელიც მე პირადად არ მიმაჩნია შეცდომად და ბევრი ეჭვობს, რომ ეს გარკვეული შეთანხმება იყო“, – განაცხადა ვოლკსიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები