“კორონავირუსის წინააღმდეგ ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავებას მოსახლეობის 90%-ის ვაქცინაცია დასჭირდება”, – განაცხადა აშშ-ის მთავარმა ინფექციონისტმა, ენტონი ფაუჩიმ New York Times-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
ფაუჩიმ თქვა, რომ ეტაპობრივად გაზარდა საკუთარი შეფასება წლის დასაწყისთან შედარებით, როდესაც ამბობდა, რომ ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავებას 60-70%-ის ვაქცინა იქნებოდა საკმარისი.
“აქ გარკვეული მორჩილება უნდა გამოვავლინოთ. რეალურად, არ ვიცით, როგორია ნამდვილი რიცხვები. ვფიქრობ, საუბარია 70-90%-ის დიაპაზონზე. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს დანამდვილებით 90%-ია”, – განმარტა მან.
ფაუჩიმ ისიც თქვა, რომ გადაწყვიტა, საკუთარი მოსაზრებები ხშირად გაუზიაროს საზოგადოებას, რადგან უკანასკნელმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ვაქცინების მიმართ ამერიკელების დამოკიდებულება ნაკლებად სკეპტიკურია.
აშშ-ში ვაქცინაციის დაწყებიდან უკვე მილიონზე მეტი ადამიანის აცრა მოხერხდა.