ლევან ნიკოლეიშვილი: ირაკლი კობახიძის განცხადება ღირსეული პოლიტიკური ნაბიჯია თუნდაც იმისთვის, რომ არავის არ ჰქონდეს იმის თქმის საშუალება, რომ ხელისუფლება არაკონსტრუქციულია
ანალიტიკოს ლევან ნიკოლეიშვილის აზრით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის ინიციატივა, პარტიების დაფინანსების წესსა და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული კანონპროექტები ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირ-ს გაუგზავნონ, ღირსეული პოლიტიკური ნაბიჯია თუნდაც იმისთვის, რომ არავის არ ჰქონდეს იმის თქმის საშუალება, რომ ხელისუფლება არაკონსტრუქციულია.
ამის შესახებ ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ირაკლი კობახიძის ამ განცხადებას შეიძლება, თამამად ვუწოდოთ ღირსეული პოლიტიკური ნაბიჯი თუნდაც იმისთვის, რომ არავის არ ჰქონდეს იმის თქმის საშუალება, რომ ხელისუფლება არაკონსტრუქციულია. ისე, საინტერესოა, ეუთო/ოდირ-ის შესაბამისი დასკვნის შემდეგ ოპოზიცია როგორ იმართლებს თავს? ალბათ, როგორც ყოველთვის, ომს გამოუცხადებს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო თანამეგობრობას …”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.