მამუკა მდინარაძე: ყველას ეგონა, რომ მესამე ან მეოთხე რაუნდი იქნებოდა ბოლო, მაგრამ შეიძლება, არც მეხუთე რაუნდი აღმოჩდეს ბოლო და შთამბეჭდავი შედეგის მომტანი
“ყველას ეგონა, რომ მესამე ან მეოთხე რაუნდი იქნებოდა ბოლო, მაგრამ შეიძლება, არც მეხუთე რაუნდი აღმოჩდეს ბოლო და შთამბეჭდავი შედეგის მომტანი”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ უპრეცენდენტო კომპრომისზე წავიდა და სხვებმაც იგივე უნდა გააკეთონ.
,,ყველას ეგონა, რომ მესამე ან მეოთხე რაუნდი იქნებოდა ბოლო, მაგრამ შეიძლება, არც მეხუთე რაუნდი აღმოჩდეს ბოლო და შთაბეჭდავი შედეგის მომტანი, მაგრამ ერთი ამოცანის წინაშე დგავართ – თუ ყველა ერთად სახელმწიფობრივად ვფიქრობთ, ყველა უნდა წავიდეს კომპრომისზე.
ჩვენ კომპრომისის უპრეცენდენტო ვერსია დავდეთ – რიგგარეშე არჩევნები ერთპროცენტიანი გადაცდომის შემთხვევაში. ვნახოთ, ისინი რამდენად რაციონალურად და სახელმწიფოებრივად მოახერხებენ გადაწყვეტილების მიღებას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.