პაატა იმნაძე: „კოვიდ-19“-თან ერთად ახლაც დადის ჩვეულებრივი კორონავირუსები, რომლებიც ისეთ მსუბუქ სიმპტომებს იწვევენ, რომ ამას შეიძლება, ყურადღებაც არ მივაქციოთ

„კოვიდ-19“-თან ერთად ახლაც დადის ჩვეულებრივი კორონავირუსები, რომლებიც ისეთ მსუბუქ გაციებას იწვევენ, რომ ამას შეიძლება, ყურადღებაც არ მივაქციოთ,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად შესაძლებელია, „კოვიდ-19“ უახლოეს მომავალში უფრო და უფრო დასუსტდეს, რადგან არის მოსაზრება, რომ როცა ვირუსი მუტაციებს იწვევს, სასიცოცხლო ციკლის დაღმავლობისკენ მიემართება, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ შესაძლოა, დროთა განმავლობაში ეს ვირუსი ისე შეიცვალოს, რომ ჩვეულებრივი კორონავირუსი გახდეს, ან პირიქით, უფრო აგრესიული.

„ამ „კოვიდ-19“-თან ერთად ახლაც დადის ჩვეულებრივი კორონავირუსები, რომლებიც ისეთ მსუბუქ გაციებას იწვევენ, რომ ამას შეიძლება, ყურადღებაც არ მივაქციოთ. შეიძლება, ეს ვირუსი პირიქით, უფრო აგრესიული გახდეს, თუმცა ჩვეულებრივ, ვირუსს არ აწყობს, უფრო აგრესიული გახდეს. მას სჭირდება, ცოცხალი იყოს, რადგან ჩვენს ცოცხალ უჯრედში ცხოვრობს. ფილოსოფიურად თუ შევხედავთ, მას ჩვენი მოკვლა არ აწყობს“, – განაცხადა იმნაძემ.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ აღნიშნა, ვაქცინაციის დაწყების შემდეგ იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მომავალი წელი დედამიწაზე „კორონას ბოგინის ბოლო წელი იქნება“.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები