ერევანში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა – შეკრებილები კარვების გაშლა დაიწყეს

ერევანში, განათლების სამინისტროსთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა.

22 დეკემბერი ოპოზიციამ ფართომასშტაბიანი აქციებისა და საერთოეროვნული გაფიცვის დღედ გამოაცხადა.

ქვეყნის მაშტაბით ცენტრალური გზების გადაკეტვა მიმდინარეობს, რესპუბლიკის მოედანზე კიშეკრებილებმა ოთხი კარავი გაშალეს, თუმცა, ძალოვანები მათ აღებას არ აიძულებენ.

თავის მხრივ, ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, არმან აბოვიანმა მედიას განუცხადა, რომ აქციის ორგანიზატორები “ტექნიკურ პრობლემებს” წააწყდნენ. მისი თქმით, პოლიციელები ამტკიცებენ, რომ მიტინგზე განაცხადში კარვების გაშლაზე საუბარი არ ყოფილა.

“იმედს ვიტოვებ, რომ ხელისუფლებასა და პოლიციას კეთილგონიერება ეყოფა, რომ ვითარება არ გაამწვავონ”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები