ეკატერინე ტიკარაძე: მონიტორინგი გაგრძელდება, თუ რა ხარისხით მოხდება შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე, რეგულაციების აღსრულება

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი, ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების დროებით შემსუბუქებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, რეგულაციების აღსრულებაზე მონიტორინგი გაგრძელდება.

„რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება იყო გუნდური. ჩვენ შევეცადეთ, რომ მაქსიმალურად მკაცრად დაგვეტოვებინა შეზღუდვები იმ კომპონენტში, რომელიც სავაჭრო სექტორს ეხება, თუმცა გარკვეული შესაძლებლობა მივეცით ჩვენს ეკონომიკას იმისათვის, რომ ამან გავლენა იქონიოს მოქალაქეების ეკონომიკურ და ფინანსურ მდგრადობაზე. ამავდროულად, მნიშვნელოვანი იყო იმ შეზღუდვების დაწესება ყველა სავაჭრო ობიექტისთვის, რომელიც გაცხადებულია უკვე მთავრობის მხრიდან. გავაგრძელებთ მონიტორინგს, თუ რა ხარისხით მოხდება აღსრულება ყველა იმ მითითების, რაც მნიშვნელოვანია ინფექციის დასტაბილიზების გაგრძელების თვალსაზრისით. თუ ეს მოთხოვნები არ და ვერ დაკმაყოფილდება, რა თქმა უნდა, იქნება უმკაცრესი რეაგირება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები