სალომე ზურაბიშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის შესარჩევად საკონსულტაციო შეხვედრა გამართა
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის შესარჩევად საკონსულტაციო შეხვედრა გამართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე – დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე – ტიტე არეშიძე და ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე – გიორგი მანველიძე.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი უახლოეს მომავალში დასამტკიცებლად წარუდგენს უმაღლეს საბჭოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურასა და მის მიერ დასახელებული მინისტრების კანდიდატურებს.