არჩილ თალაკვაძე ელჩების კონფერენციაზე: ეკონომიკური ზრდა, უსაფრთხოების განმტკიცება და დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაცია – ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანები

„ეკონომიკური ზრდა, უსაფრთხოების განმტკიცება და დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაცია – ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანები, რაც საქართველოს მისცემს საშუალებას, რომ საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციები გაიძლიეროს, მიაღწიოს შედეგს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრეაციის კუთხით და დარჩეს დასავლეთის საიმედო დასაყრდენად რეგიონში”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებაზე განაცხადა.

ელჩების კონფერენცია 2020, სადაც გლობალური პანდემიის პირობებში საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ახალ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე იმსჯელეს, დისტანციურ ფორმატში გაიმართა.

არჩილ თალაკვაძემ ელჩებს საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ საქართველოს გამორჩეული დიპლომატიური კორპუსი ჰყავს, რომელსაც აქვს დიდი ნდობა როგორც მოქალაქეების, ასევე ჩვენი ქვეყნის პარტნიორების მხრიდან.

„კოვიდ პანდემიამ და ამ მისგან გამოწვეულმა გლობალურმა კრიზისმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ იყო დიპლომატი და იყო ელჩი ეს არის უნივერსალური ფუნქცია და არ არსებობს სფერო, სადაც ელჩებს არ შეუძლიათ თავისი უნიკალური როლის შესრულება. ის, რაც საქართველოს ელჩებმა გააკეთეთ პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეებისთვის, ჩვენი თანამემამულეებისთვის ვინც საზღვარგარეთ ცხოვრობს, არის გამორჩეული წვლილი და ის სათანადოდ უნდა იქნას დაფასებული”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები