„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატებად ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე დასახელდნენ
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატებად ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე დასახელდნენ.
პარტიის წევრის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, თვის ბოლოს გაიმართება პარტიის ყრილობა, სადაც პარტიის ახალი თავმჯდომარე დამტკიცდება.
“პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე ერთადერთი საკითხი იყო დღის წესრიგში, ეს იყო ახალი თავმჯდომარის არჩევის წესი. პოლიტსაბჭომ გადაწყვიტა, რომ თვის ბოლოს გაიმართება პარტიის ყრილობა, სადაც დამტკიცდება პარტიის ახალი თავმჯდომარე. მანამდე, ალბათ, პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პარტიის თავმჯდომარის არჩევა ყველაზე გაჭვირვალედ, ელექტრონულად მოხდება. ათიათასობით მხარდამჭერს და პარტიის წევრს საშუალება ექნება, რომ მიიღოს ამ არჩევნებში მონაწილეობა და თავად განსაზღვროს ვინ იქნება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე. დღეს პოლიტსაბჭოზე გამოიკვეთა, ფარული კენჭისყრით იქნა შერჩეული კანდიდატები, რომლებიც უკვე ელექტრონულ კენჭისყრაში მიიღებენ მონაწილეობას, ესენი არიან – ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე“, – განაცხადა უდუმაშვილმა.