კელი დეგნანი – 2020  რთული წელი იყო, მაგრამ მან გამოაჩინა საუკეთესო შესაძლებლობები საქართველოსა და შეერთებულ შტატებში, ჩვენ ერთად ვიმუშავეთ სტაბილური და დემოკრატიული საქართველოსთვის

აშშ-მ და საქართველომ ერთად იმუშავეს სტაბილური და დემოკრატიული საქართველოსთვის, რომელიც მყარად არის დაკავშირებული ევროატლანტიკურ ოჯახთან, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნან სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

„2020  რთული წელი იყო, მაგრამ მან გამოაჩინა საუკეთესო შესაძლებლობები საქართველოსა და შეერთებულ შტატებში,  ჩვენ გავაძლიერეთ პარტნიორობა და მივაღწიეთ რეალურ პროგრესს ერთად. კორონავირუსის გამოწვევის მიუხედავად, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გააგრძელა საქართველოსთან პარტნიორობის გაძლიერება. აშშ-მ და საქართველომ ერთად იმუშავეს სტაბილური და დემოკრატიული საქართველოსთვის, რომელიც მყარად არის დაკავშირებული ევროატლანტიკურ ოჯახთან.

აშშ-ის მისიის პროფესიონალების თავგადადებული ჯგუფი ქართველ მეგობრებთან ერთად მუშაობდა კორონავირუსის-ის წინააღმდეგ მიმართულ საპასუხო ნაბიჯებზე და საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გასაუმჯობესებლად, სამართლიანი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ხელშეწყობისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებისთვის, ასევე, ეკონომიკური განვითარების სტიმულირებასა და ზრდაზე, რომელმაც უნდა შექმნას კარგი ახალი სამუშაო ადგილები და მოიტანოს უფრო მეტი ინვესტიციები, გააძლიეროს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალები და დაეხმაროს პასუხისმგებლიან მედიას, განათლების სფეროსა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას.

ბევრი პროგრამის მიღმა, რომელიც ახლახანს იყო ნახსენები, ამერიკისა და საქართველოს პარტნიორობის ყველზე ძლიერი კავშირი ჩვენი ხალხია, ერთად ამ და სხვა მრავალი პროგრამის დახმარებით, ქართველები და ამერიკელები აშენებენ უკეთეს მომავალს ჩვენი ქვეყნებისთვის და ამ რეგიონისთვის. 2020 წელი რთული წელი იყო, მაგრამ მან წარმოაჩინა საუკეთესო საქართველოსა და შეერთებულ შტატებში- ჩვენ გავაძლიერეთ პარტნიორობა და მივაღწიეთ რეალურ პროგრესს ერთად,“- განაცხადა კელი დეგნანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები