უგულავა – კობახიძის განცხადებაზე: თუ ის პარტიებს გაუუქმებს კუთვნილ საბიუჯეტო დაფინანსებას, ეს კიდევ ერთხელ მიგვიყვანს უკვე დე ფაქტო, ერთპარტიულ სიტუაციამდე

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება პარტიებისათვის დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, პარტიული დაფინანსება მეტი დემოკრატიულობისა და პარტიების მრავალფეროვნებისათვის არსებობს, ხოლო მისი გაუქმება არათუ შეცვლის ოპოზიციის გადაწყვეტილებას, არამედ კიდევ უფრო კონსოლიდებულს გახდის მას.

„ჩვენ ვიხილეთ შეშინებული ღლაპის ვერბალური დიარეა, სიტყვებში გამოხატული დიარეა, სამარცხვინო იყო ეს ყველაფერი, ერთადერთი სიტყვა გამოირჩეოდა, ეს იყო საბოტაჟი და ეს სიტყვა, სწორედ რომ გამოარჩევს და ამსგავსებს ივანიშვილის რეჟიმს სტალინის საბჭოთა რუსეთთან, პუტინის რუსეთთან, ლუკაშენკოს ბელორუსთან და ა.შ. ჩამონათვალი არცთუ ისე სახარბიელოა და ღირსეული იქ, სადაც დაიკავებს ივანიშვილის რეჟიმი ადგილს.

შინაარს რაც შეეხება, არის ანტიკონსტიტუციური, ბოდვა და თუ ის პარტიებს გაუუქმებს კუთვნილ საბიუჯეტო დაფინანსებას, რაც პარტიების მრავალფეროვებისათვის არსებობს, ეს კიდევ ერთხელ მიგვიყვანს, უკვე დე ფაქტო, ერთპარტიულ სიტუაციამდე, პარტიები არ გაუქმდებიან, მიუხედავად იმისა, რომ მათ ასევე ენმ-ის გაუქმება დააანოსნსეს, პარტიები უფრო კონსოლიდირდებიან ამ ბრძოლაში და ფაქტი არის ერთი, რომ ბოიკოტი შედგა და ივანიშვილის ტკივა თავის გაყალბება, ივანიშვილი წუხს თავის გაყალბებაზე, ივანიშვილი ბორგავს თავისი გაყალბებული გამო, ივანიშვილი შფოთავს და ასეთ ბოდვით სავსე ბრიფინგეს ატარებინებს თავის შიკრიკსა და მონას.

ამრიგად, ამით არაფერი იცვლება, ჩვენი გეგმა უცვლელია და რაც უფრო მეტი ასეთი განცხადება იქნება, მით უფრო კონსოლიდებული იქნება ოპოზიცია“, – განაცხადა უგულავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები