ბაღდათში ავარიას არასრულწლოვანი და მისი მშობლები ემსხვერპლნენ

ბაღდათში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა.

თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 16 წლის მოზარდი და მისი მშობლები.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები