30 დეკემბერს “ლოკომოტივის სარაგბო ბაზაზე“ რაგბის კავშირის პრეზიდენტს აირჩევენ

საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის გადაწყვეტილებით, რაგბის კავშირის ნამდვილ წევრთა საერთო კრება (ყრილობა), სადაც რაგბის კავშირის პრეზიდენტს აირჩევენ, 30 დეკემბერს თბილისში, „ლოკომოტივის სარაგბო ბაზაზე“ გაიმართება.

ყრილობა, რომელიც კოვიდპანდემიის გამო თითქმის ერთი წლით გადაიდო, 13:00 საათზე დაიწყება. დღის წესრიგის თანახმად, ყრილობაზე მოისმენენ რაგბის კავშირის გამგეობისა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის შემაჯამებელ ანგარიშს; მოხდება საერთო კრებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატების წარდგენა და შეკრებილები მოისმენენ მათ გამოსვლას, რის შემდეგაც დაიწყება კენჭისყრის პროცედურა.

რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატები ლაშა (ბაჩო) ხურციძე, ირაკლი აბუსერიძე და გოჩა სვანიძე არიან.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები