ანრი ოხანაშვილი: მოვუწოდებთ ოპოზიციურ ჯგუფებს, შემობრძანდნენ პარლამენტში და უშუალოდ ჩაერთონ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის განხილვის პროცესებში

“მოვუწოდებთ ოპოზიციურ ჯგუფებს, შემობრძანდნენ პარლამენტში, განახორციელონ მათზე დაკისრებული მოვალეობა და ჩაერთონ უშუალოდ ამ ამნისტიის განხილვის პროცესებში”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი არაძალადობრივ ქმედებებს შეეხება.

„ამნისტია  არის ჰუმანური აქტი სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტულ ქმედებებთან მინართებით, რომ მოხდეს კონკრეტულ ქმედებებზე ამნისტირება. ეს ნიშნავს იმას, რომ გარკვეულ პირებს შეიძლება, მოეხსნათ პასუხისმგებლობა კონკრეტული ქმედებებისთვის, შეუმსუბუქდეთ სასჯელი ან გაუუქმდეთ სასჯელი. ეს ამნისტია არის ჰუმანური აქტი, რომელსაც ცივილიზებული და ჰუმანური ქვეყნები მიმართავენ, ამ ამნისტიის ძირითადი პირინციპები ეფუძნება იმას, რომ ეს ვრცელდება არაძალდობრივ ქმედებებზე. მისი მიზანია, შეიმსუბუქოს ადამიანებს შესაბამისი ქმედებების საშიშროების გათვალისწინებით მათი უფლებრივი მდგომარეობა. ეს არ შეეხება ძალადობრივ ქმედებებს, ისეთი კატეგორიის დანაშაულებს, რომლებიც არის მომეტებული საზოგადოებისათის საშიშროების მქონე, არ შეეხება არც ოჯახურ დანაშაულებს და არც მკვლელობას, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის და საზოგადოებისათვის საშიშრეების შემცველ დანაშაულებებს, არამედ შეეხება არაძალადობრივ ქმედებებს შეეხება.

ჩვენ მოვუწოდებთ ოპოზიციურ ჯგუფებს, შემობრძანდნენ პარლამენტში, განახორციელონ მათზე დაკისრებული მოვალეობა და ჩაერთონ უშუალოდ ამ ამნისტიის განხილვის პროცესებში. თუკი ექნებათ უფრო საინტერესო შემოთავაზება, კარი ღიაა, მობრძანდნენ და დააფიქსირონ. ოპოზოციას აქვს ძალიან კარგი შესაძლებლობა, მიიღოს მონაწილობა ორ უმნიშვნელოვანეს საკითხში. ჩვენ დავარეგისტრირეთ ქვეყნის სტარეგიულ დოკუმენტთან დაკავშირებით, ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით დადგენილების პროექტი, თუ ისინი ნამდვილად პროდასავლელები არიან და ჩვენი ქვეყნის განვითარება სურთ, მათ შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა და შეიტანონ წვილი ამ დოკუმენტის საბოლოოდ დადგენილებად ქცევაში.

ასევე, მათ აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფოს მხრიდან ჰუმანური აქტის განხორციელებაში, შემოგვთავაზონ ინიციატივები, დააყენონ საკითხები, რაც შესაძლებელია, განხილვების დროს გათვალისწინებული იყოს და ასახულიც. ამიტომ, მათ აქვთ უფრეცედენტიო შესაძლებლობა, მიიღონ ამ ორ უმნიშვნელოვანეს საკანონმდებლო პროცესში მონაწილეობა და დასვან საკითხები – რაც სურთ, სად აქვთ კითხვები. ამნისტია არ ეხება კონკრეტულ პირებს, ის ეხება კონკრეტულ მუხლებს, შესაბამისად, აქ სახელი და გვარი არ ეწერება, ვის შეეხება და ვის – არა. საუბარია, შეეხოს კონკრეტულ მუხლებს და კონკრეტული მუხლები იყოს ამნისტირებული“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები