COVID -19 მსოფლიოში – თურქეთში ინფიცირების 29 617 და გარდაცვალების 229 შემთხვევა დაფიქსირდა, ჩეხეთის მთავრობამ სასტუმროები, რესტორნები და სპორტული დარბაზები კვლავ დახურა, ნიდერლანდების სამეფოში, 5 კვირის განმავლობაში მკაცრი „ლოქდაუნი“ გამოცხადდა

„“ლოქდაუნის“ გამოცხადების წინა დღეს გერმანიის მაღაზიებში ადამიანების დიდი რაოდენობა შეიკრიბა. შეზღუდვებამდე ბოლო რამდენიმე საათი საყიდლებისთვის ერთდროულად ბევრმა ადმიანმა გამოიყენა, რამაც ერთ სივრცეში მოქალაქეების დიდი რაოდენობის თავშეყრა გამოიწვია, – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

მათივე ცნობით, გერმანიაში კარანტინი დღეიდან გამკაცრდა, სკოლები და არააუცილებელი ბიზნეს ობიექტები დაიხურა.

„შეზღუდვები, რომელიც 10 იანვრამდე იმოქმედებს, კრძალავს საჯარო ადგილებში ალკოჰოლის დალევას. ამასთან, კომპანიებს მოუწოდებენ, თანამშრომლებს დისტანციურად მუშაობის საშუალება მისცენ.
გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ბუნდესტაგის დისტანციურ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ 2021 წლის იანვარი და თებერვალი რთული იქნება, ხოლო შეზღუდვების შემსუბუქება, მისი აზრით, სამომავლოდ, კიდევ უფრო მკაცრი „ლოქდაუნის“ დაწესების აუცილებლობას გამოიწვევს.
გერმანიის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში სიტუაცია მძიმეა და მოსახლეობა გაგებით უნდა მოეკიდოს იმ ახალ რეგულაციებს, რომელსაც მთავრობა ამკიტიცებს. ახალი ლოქდაუნის პირობებში გამკაცრდება რეგულაციები, მაგრამ მისი თქმით, შეუძლებელი იყო ამის თავიდან აცილება და პანდემიის შეკავება წესების გამკაცრების გარეშე. ამჟამად ქვეყანას 100 ათას მოსახლეზე ჰყავს 176 ინფიცირებული, რაც სამჯერ აღება იმ მაჩვენებელს, რომლის დროსაც ინფიცირებულის კონტაქტების მიდევნებას აღარ აქვს აზრი, – წერს უცხოური მედია.
კოვიდ 19-ის მსოფლიო სტატისტიკაზე საუბრისას ყურადღება გამახვილებულია პანდემიით გამოწვეულ მძიმე შედეგებზე მსოფლიოს წამყვან ეკონომიკის ქვეყნებში.
„ბოლო თვეების განმავლობაში, ინგლისში სამსახური დაკარგა 370 ათასმა ადამიანმა. სტატისტიკის სამსახურის თანახმად, მხოლოდ ერთ კვარტალში უმუშევრობის მაჩვენებლის ზრდა ასეთი ზრდა არის უპრეცენდენტო. ასევე, 2020 წლის თებერვალთან შედარებით, 820 ათასით ნაკლებია იმ დასაქმებულების რაოდენობა, რომელიც ფიქსირდება ნოემბერში კომპანიების სახელფასო ფონდში. სამჯერ შემცირდა ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა. დამატებით, ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებული კვლევის თანახმად, კომპანიების ხელმძღვანელების 7% კიდევ გეგმავს შემცირებებს მომდევნო სამი თვის განმავლობაში.
გერმანია, მსოფლიოს სიდიდით მეოთხე ეკონომიკა, პანდემიის პირობებში დგას სერიოზული ეკონომიკური პრობლემების წინაშე. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ქვეყანა ცდილობს და შეძლებს გაუმკლავდეს ამ გამოწვევას, გერმანია არაა ერთადერთი დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, რომელიც დგას მსგავსი გამოწვევის წინაშე – იგივე სირთულეების სამხრეთ კორეასა და აშშ-ში.
პანდემიისგან ძალიან დაზარლდა ესპანეთის ეკონომიკა. პანდემია განსაკუთრებით მწვავედ ასახა ბარსელონაზე, რომელიც ტურისტული ქალაქია და მცირე ბიზნესი დიდწილად იყო დამოკიდებული ტურისტებისგან მიღებულ შემოსავალზე. ქალაქი ფაქტიურად დაკეტილია, დახურულია ბარები, რესტორნები – რაც მძიმედ დააწვა ადამიანების შემოსავალს და ეკონომიკას, – წერს უცხოური მედია.

კორონავირუსის სტატისტიკაზე საუბრისას აღნიშნულია აშშ-ში შექმნილი მდგომარეობა და ხაზგასმულია, რომ აშშ-ში, ყოველი 8 საავადმყოფოდან ერთს აქვს ერთეული რაოდენობა საწოლების ან ამოწურული აქვს საწოლფონდი ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში.

„ექსპერტების განცხადების თანახმად, მედიკოსებს სერიოზული პრობლემები აქვთ, კოვიდ ინფიცირებულების შესაბამისი დახმარებით უზრუნველყოფის პროცესში და ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა საავადმყოფო არის შესაძლებლობების ამოწურვის ზღვარზე
აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 300 000-ს გადააჭარბა. ბოლო დღე-ღამეში, ქვეყანაში 1 621 პაციენტი გარდაიცვალა. ამასთან, ინფიცირების 190 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა“, – წერს უცხოური მედია.

ასევე აღნიშნულია, რომ ნიდერლანდების სამეფოში, 5 კვირის განმავლობაში მკაცრი „ლოქდაუნი“ გამოცხადდა, რომლის ფარგლებშიც სიცოცხლისთვის აუცილებელი მაღაზიების გარდა, ყველა სხვა სავაჭრო ობიექტი დაიხურება.

„ამასთან, მუშაობას შეწყვეტენ სპორტული დარბაზები, მუზეუმები, კინოთეატრები და თეატრები. აღნიშული გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ბოლო 7 დღის განმავლობაში, ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა 40%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ბარები და რესტორნები ნიდერლანდების სამეფოში ოქტომბრის შუა რიცხვებიდან დახურულია;
შობა-ახალ წელს, მთავრობამ მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. შეზღუდვების პერიოდში, მოსახლეობას დღეში მხოლოდ 2 სტუმრის მიღების უფლება ექნებათ. აღნიშნული რეგულაცია მხოლოდ 24-26 დეკემბერს შემსუბუქდება, როდესაც ოჯახებში სტუმრობას მაქსიმუმ 3 ადამიანი შეძლებს.16 დეკემბრიდან 2021 წლის 19 იანვრამდე პერიოდში, ქვეყანაში სკოლები დაიხურება.

კოვიდ 19-ის სტატისტიკაზე საუბრისას ყურადღება გამახვილებულია ჩეხეთში, ესპანეთში, პოლონეთში, ლიეტუვაში, ბელგიასა და თურქეთში არსებულ ვითარებაზე.

„გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, 18 დეკემბრიდან, ჩეხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, სასტუმროები, რესტორნები და დახურული სპორტული დარბაზები კვლავ დაიხურება. როგორც ღია ისე დახურულ სივრცეში შეკრებებზე 6 კაციანი შეზღუდვა დაწესდება. ქვეყნის მასშტაბით, 23:00 საათიდან 05:00 საათამდე, კომენდანტის საათი იმოქმედებს. სკოლებში საშობაო არდადეგები დაგეგმილზე ადრე, 18 დეკემბრიდან დაიწყება. ახალი რეგულაციების ფარგლებში სილამაზის სალონები კვლავ შეძლებენ მუშაობის გაგრძელებას. რელიგიურმა დაწესებულებებმა ცერემონიებზე დამსწრეთა რაოდენობა 20%-მდე უნდა შეამცირონ.
ესპანეთის მთავრობამ, უქმე დღეების დაჯამებული სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში ინფიცირების 21 309 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 398 ადამიანი კი გარდაიცვალა. აღნიშნული სტატისტიკა შემაშფოთებელია, ვინაიდან წინა კვირის მონაცემებთან შედარებით, ქვეყანაში 20,5%-იანი ზრდა ფიქსირდება. მაჩვენებლის ზრდას ექსპერტები, 4-8 დეკემბრის უქმეების პერიოდში, გაზრდილ მობილობასა და სოციალიზაციას უკავშირებენ.
15 დეკემბერს, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუს მორავეცკიმ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების დინამიკა შემცირებულია, ქვეყანას ვირუსი ჯერ არ დაუმარცხებია და ამიტომ შეზღუდვების მიმართ მიდგომა ჯერ ვერ შეიცვლება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი კლებულობს, გარდაცვლილთა რაოდენობა კვლავაც მაღალია (საშუალოდ 500 პაციენტი), შესაბამისად, ქვეყანაში შობა-ახალი წლის პერიოდში ზომების შემსუბუქება არ იგეგმება. პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ადამ ნიდზელსკიმ მოსახლეობას საშობაოდ სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.
ლიეტუვაში, 23 – 27 დეკემბრის პერიოდში, ასევე, 31 დეკემბრიდან 2021 წლის 3 იანვრამდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სამართალდამცავების 250 ბლოკპოსტი გაიხსნება. ისინი სადღესასწაულო დღეებში, მოქალაქეების მუნიციპალიტეტებს შორის გადაადგილებას გააკონტროლებენ. დანარჩენ დღეებში კი პოლიცია „ლოქდაუნის“ შეზღუდვების აღსრულებას პატრულირების საშუალებით გააკონტროლებს.
18 დეკემბერს, ბელგიაში, მთავრობამ უნდა განიხილოს შეზღუდვების საკითხი. ეპიდემიოლოგების განცხადების მიხედვით, მას იმედი აქვთ, რომ ბელგიის ხელისუფლებას ეყოფა გამბედაობა და იმის პარალელურად, რომ გერმანია და ნიდერლანდები ამკაცრებენ შეზღუდვებს და ბელგიაშიც კვლავ მზადრია ინფიცირების მაჩვენებელი, თავადაც მიიღებს გადაწყვეტილებას ახალი ლოქდაუნის შესახებ
14 დეკემბერს, თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 29 617 და გარდაცვალების 229 შემთხვევა დაფიქსირდა. ლეტალობის აღნიშნული მაჩვენებელი თურქეთისთვის მორიგი ანტირეკორდია“, – წერს უცხოური მედია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები