გერმანია ახალი, შედარებით უფრო მკაცრი Covid-19-ის საწინააღმდეგო შეზღუდვებს აწესებს. დაიხურა სკოლები და ნაკლებად საჭირო ბიზნეს ობიექტები.
აღნიშნული ღონისძიებები ძალაში 2021 წლის 10 იანვრამდე იქნება. შობას ქვეყანაში მცირედი შემსუბუქება იგეგმება, ასევე, ერთ ოჯახში დაშვებულია ოჯახის ოთხი უახლოესი წევრის სტუმრობა.
ახალი რეგულაციების თანახმად, მხოლოდ აუცილებელ ბიზნესებს, როგორიცაა -სუპერმარკეტები და ბანკები უფლება ექნებათ იფუნქციონირონ. ნოემბრიდან დაიხურა რესტორნები, ბარები და დასასვენებელი ცენტრები.
ასევე, იხურება სილამაზის სალონები, ხოლო საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ალკჰოლის მიღება იკრძალება.
გასულ დღე-ღამეში Covid-19-ის 23,427 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობამ 952-ს მიაღწია. როგორც რობერტ კოხის უნივერსიტეტიდან აცხადებენ მდგომარეობა იმაზე სერიოზულია ვიდრე ოდესმე.