კელი დეგნანი: მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის პოლიტიკური ლიდერებისგან არსებობს პოლიტიკური ნება, იპოვონ გზა, რათა გადაჭრან განსხვავებები დემოკრატიული ინსტიტუტების გამოყენებაში
“ჩვენ თქვენს დასახმარებლად გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, რათა წარმატებას მიაღწიოთ”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მხარეებმა სწრაფად მიაღწიონ შეთანხმებას და ქვეყანაში იყოს სტაბილური, განვითარებული დემოკრატია.
„მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყნის პოლიტიკური ლიდერებისგან არსებობს პოლიტიკური ნება, იპოვონ გადაწყვეტილება, იპოვონ გზა, რათა გადაჭრან განსხვავებები დემოკრატიული ინსტიტუტების გამოყენებაში. ეს ეხება საქართველოს დემოკრატიის გაძლიერების პროცესს. ეს აჩვენებს, რომ თქვენს პოლიტიკურ ლიდერებს შეუძლიათ, შეიკრიბონ, პოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად და უხელმძღვანელონ ქვეყანას ძალიან რთულ პერიდოში, როდესაც გაქვთ პანდემია, გაქვთ ეკონომიკური კრიზისი, გაქვთ ცვლილებები რეგიონში და გყავთ რუსეთი მეზობლად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ სწრაფად იპოვოს გადაწყვეტილება, ქვეყანაში იყოს სტაბილური, განვითარებული დემოკრატია, დაიწყოს მუშაობა სამუშაო ადგილების შესაქმნელად მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ეს სჭირდებათ და გაძლიერდეს ეკონომიკა ძალიან რთულ პერიოდში. ვფიქრობ, თქვენ იცით, რომ აშშ არის საქართველოს ძალიან ძლიერი მხარდამჭერი. ჩვენ თქვენი საუკეთესო მეგობარი ვართ. ჩვენ თქვენს დასახმარებლად გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, რათა თქვენ წარმატებას მიაღწიოთ. სწორედ ამიტომ ვართ ჩართულები ამ პროცესში. სწორედ ამიტომ ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც პარტიებს სურთ, რათა დავეხმაროთ მათ გადაწყვეტილების პოვნაში. ეს ეხება თქვენი დემოკრატიის შენებას“, – განაცხადა კელი დეგნანმა.