ზვიად კუპრავა – გრიგოლ ვაშაძეზე: როცა თავმჯდომარე ხარ და შიდა ამბებზე წუწუნებ, ე.ი, სუსტი ხარ

“შეცდომა იყავი, თავიდან ბოლომდე”, – ასე გამოეხმაურა „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა გრიგოლ ვაშაძის მიერ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” დატოვებას.

როგორც კუპრავა სოციალურ ქსელში წერს, როცა თავმჯდომარე ხარ და შიდა ამბებზე წუწუნებ, ე.ი, სუსტი ხარ.

“როცა თავმჯდომარე ხარ და შიდა ამბებზე წუწუნებ – ე.ი. სუსტი ხარ. როცა 2 კვირის წასული ხარ და წასვლის მიზეზად 2 დღის ამბავი მოგაქვს – მატყუარა. შეცდომა იყავი, თავიდან ბოლომდე”, – წერს კუპრავა.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პარტია დატოვა.

“მე გადავწყვიტე, დავტოვო ყველა დაკავებული თანამდებობა და გავიდე პარტიიდან. ვერ შევეგუები იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ჩვენ კარგა ხანია, თითქოსდა, ჩავაბარეთ წარსულს და რომლებთან ერთად ვერასდროს, ვიმეორებ, ვერასდროს ვერ მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას. შეუძლებელია, ღრმა აღშფოთებას არ იწვევდეს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანია, რომელიც გაუგებარია, ვინ და რა მიზნით წამოიწყო. ამით ადგება უდიდესი ზიანი საქართველოს ურთიერთობებს აშშ-სთან, ევროკავშირსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან”, – განაცხადა ვაშაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები