პუტინმა ბაიდენს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჯო ბაიდენს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
პუტინმა ამერიკელ კოლეგას წარმატებები უსურვა, ასევე, თქვა, რომ დარწმუნებულია, რუსეთი და აშშ, უთანხმოებების მიუხედავად, უამრავი პრობლემის მოგვარებას შეძლებენ.
“ჩემი მხრიდან, მზად ვარ თქვენთან კონტაქტებისთვის”, – აღნიშნა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტი მსოფლიოში, ალბათ, ერთადერთი ლიდერი იყო, რომელიც ბაიდენს არჩევნებში გამარჯვებას არ ულოცავდა. როგორც კრემლში, ასევე საგარეო უწყებაში აცხადებდნენ, რომ ელოდებიან ამომრჩეველთა კოლეგიის საბოლოო კენჭისყრას.
ამომრჩეველთა კოლეგიის ხმების განაწილება გუშინ ჩატარდა, რომლის შედეგად ბაიდენმა 306, ხოლო ტრამპმა 232 ხმა მიიღო.
შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს ჩატარდება.