ჯანმო: სანტა კლაუსს “კორონავირუსზე იმუნიტეტი” აქვს, ამიტომ, ის ბავშვებს საჩუქრებს მიუტანს

“პანდემია სანტა კლაუსს ხელს არ შეუშლის, შობისთვის ბავშვებს საჩუქრები მიუტანოს, რადგან მას “კორონავირუსზე იმუნიტეტი” აქვს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტმა, მარია ვან ქერჰოვემ ბრიფინგზე ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“მესმის მღელვარება სანტასთან დაკავშირებით, რადგან ის ხანდაზმულ ასაკშია. შემიძლია, გითხრათ, რომ სანტა კლაუსი ამ ვირუსზე არ რეაგირებს. ვესაუბრეთ მას, ძალიან კარგად მისდის საქმეები, ასევე, მის კლაუსსაც ყველაფერი კარგად აქვს. ახლა ძალიან დაკავებულები არიან, ემზადებიან”, – თქვა ქერჰოვემ, რომელიც ორი მცირეწლოვანი შვილის დედაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები