საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 52 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა
საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 52 კილომეტრში, თბილისის დროით 15:34 საათზე, მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი რუსეთში, ჩეჩნეთთან დაფიქსირდა.
მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 4.8 მაგნიტუდა შეადგინა.