„მისი დაკავება ტელევიზიიდან გავიგე, ჩემს შვილს ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა არ ჰქონია” – ბადრი და ბიძინა ესებუების მამა

“საქართველოს ბანკზე” თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას ძმის დაკავებას, მათი მამა გამოეხმაურა

ბადრი და ბიძინა ესებუების მამა, ტარიელ ესებუას თქმით მის შვილს, რომელიც სამართალდამცველებმა დღეს დააკავეს იარაღი, ხელყუმბარა ან სხვა რაიმე საბრძოლო დანიშნულების მასალა არ ჰქონია, ხოლო შვილის დაკავების  შესახებ ტელევიზიით გაიგო.

“გავიგე, რომ დაკავებულია მეტი არაფერი არ ვიცი. არ ჰქონდა ჩემს შვილს ცეცხლსასროლი იარაღი და არც ხელყუმბარა, საიდან ამოიღეს? გზაშია დაკავებული ტელევიზიიდან გავიგე. 23 იყო თუ 25-ის მერე ბადრისთან კონტაქტი არავის არ ჰქონდა,” – განაცხადა ტარიელ ესებუამ.

„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვას ტარების ბრალდებით სამეგრელოში დღეს დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები