მაია ბითაძე: ჩემი პრიორიტეტი იქნება ყველა ის მიმართულება, რომელიც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას და ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე

“ჩემი პრიორიტეტი იქნება ყველა ის მიმართულება, რომელიც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას და ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე”, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” წევრმა, მაია ბითაძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ,,ქართული ოცნების” მთავარი პრიორიტეტი და მიზანია, რომ 4 წლისთავზე  გააკეთოს დასაბუთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით.

,,ჩემთვის დიდი პატივია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატად დასახელება. ჩემი პრიორიტეტი იქნება ყველა ის მიმართულება, რომელიც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას და ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

ჩვენი პარტიის მთავარი პრიორიტეტი და მიზანია, რომ 4 წლისთავზე გავაკეთოთ დასაბუთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, გარემოს დაცვა არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რომელიც დამატებით შესაძლებლობას მისცემს ჩვენს მოსახლეობას“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები