დავით ბაქრაძე: მე, როგორც ინდივიდურმა დეპუტატმა, დავწერე განცხადება, რომ პარლამენტიდან გამოვდივარ

“მე, როგორც ინდივიდურმა დეპუტატმა, დავწერე განცხადება, რომ პარლამენტიდან გამოვდივარ”, – ამის შესახებ ტვ ,,პირველის” ეთერში „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

ბაქრაძის თქმით, „ევროპულმა საქართველომ“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სიების გაუქმების მოთხოვნით მიმართა.

„სიები ჩაიხსნება და ვინც დავრჩით პარლამენტში, ხვალ უკვე ისინი შევიტანთ განცხადებას.

პროცედურა ასეთია, პარლამენტმა ცნო 150 დეპუტატის უფლებამოსილება და შემდეგ, ვისაც არ უნდა პარლამენტში ყოფნა, უნდა დაწეროს განცხადება და გამოვიდეს. ვინც არ დაწერს განცხადებას პარლამენტიდან გამოსვლის შესახებ, მას არ შეუწყდება დეპუტატის უფლებამოსილება. თუ არ მივა პარლამენტში, ეს ნიშნავს იმას, რომ უბრალოდ აცდენს სხდომას. ზოგიერთი დეპუტატი ამით მანიპულირებს, არ შევდივარ, მაგრამ განცხადებას არ ვწერ, ასეთი პროცედურა არ არსებობს.

ახლა თემაა, ვინ გამოდის პარლამენტიდან და ვინ რჩება. ახლა ორი პროცესი მიდის, ერთია სიების ჩახსნა და და მეორე პარლამენტიდან გამოსვლა“, – განაცხადა ბაქრაძემ.

დღეს 5-მა ოპოზიციურმა პარტიამ დეპუტატის მანდატზე უარის თქმისა და საარჩევნო სიების ჩახსნის შესახებ დოკუმენტები გააფორმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები