ბიძინა კულუმბეგოვი: ე.წ. შავი პარასკევის მაგალითმა ანახა, რომ საზოგადოების შეგნების ხარისხი არ არის მზად იმისთვის, რომ ამ, ასე ვთქვათ, მიშვებას სწორად მოექცეს

“ე.წ. შავი პარასკევის მაგალითმა ანახა, რომ საზოგადოების შეგნების ხარისხი არ არის მზად იმისთვის, რომ ამ, ასე ვთქვათ, მიშვებას სწორად მოექცეს”, – ამის შესახებ ინფექციონისტ-იმუნულოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხდა.

კულუმბეგოვს იმ რეგულაციების შემსუბუქება, რომელიც 24 დეკემბრიდან 3 იანვრამდე პერიოდშია დაანონსებული, საფრთხისშემცველად მიაჩნია.

„ე.წ. შავი პარასკევის მაგალითმა ანახა, რომ საზოგადოების შეგნების ხარისხი არ არის მზად იმისთვის, რომ ამ სწორ, ასე ვთქვათ, მიშვებას სწორად მოექცეს. სამწუხაროდ, იმ დღის მაგალითმა აჩვენა, რომ ბიზნესიც ვერ აღმოჩნდა თავის ადგილზე და ვერ დაიცვა ის წესრიგი, რაც არის მთელს ცივილურ სამყაროში მიღებული. ამიტომ, ეს ძალიან საკამათო თემაა. ეს იქნება ალბათ, გარკვეულწილად, მენეჯმენტის საკითხი, რასაც მთავრობა კიდევ ერთხელ განიხილავს. ალბათ, იქნება შეხვედრა სპეციალისტებთან მომავალ კვირებში, როცა ჩვენ მიმდინარე ეპიდემიოლოგიური საიტუაცია მოგვცემს იმის შეფასების საშუალებას, ვიმსჯელოთ, ღირს თუ არა საერთოდ ამ რისკზე წასვლა“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები