საბჭოთა კავშირის ჰიმნი და „სირცხვილის კორიდორი“ – პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტების აქცია გრძელდება

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია გრძელდება.
შეკრებილებს საბჭოთა კავშირის ჰიმნი აქვთ ჩართული და „სირცხვილის კორიდორი“ მოაწყვეს, რის ფონზეც უწევთ საკანონმდებლო ორგანოში შესვლა დეპუტატებს.

ცოტა ხნის წინ კი სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის მცირე დაპირისპირება იყო.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი დარჩებიან პარლამენტის შენობასთან მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად.

შეგახსენებთ, მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დღეს გაიმართება. სხდომას 12:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გახსნის.
პირველი სხდომის პროცედურები რეგლამენტით არის განსაზღვრული. პროცედურის შესაბამისად, მას შემდეგ, რაც სხდომას პრეზიდენტი გახსნის, ის სიტყვას პარლამენტის უხუცეს წევრს გადასცემს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის არჩევამდე სხდომას გაუძღვება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები