ამირან გამყრელიძე: პოლიტიკურმა პროცესმა სერიოზულად შეუწყო ხელი იმ მდგომარეობას, რაშიც დღეს ვართ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პოლიტიკოსებთან დაკავშირებით ყოველთვის აჟღერებდა რეკომენდაციებს, რომ საარჩევნო პერიოდში ქვეყანაში არსებული რეგულაციები დაცული ყოფილიყო.
მისივე თქმით, ქვეყანაში დღეს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას პოლიტიკურმა პროცესებმა სერიოზულად შეუწყო ხელი.
“იყო რეკომენდაციები, რომლებსაც პოლიტიკოსების მიმართ ვსაუბრობდი და გარკვეულწილად შემდეგ მივაღწიეთ – პოლიტიკოსები რომ ხვდებოდნენ ამომრჩევლებს, ყველას ეტარებინა პირბადე, მაშინ როდესაც ქვეყანაში პირბადის ტარება დაწესებული არ იყო. მერე – არ ყოფილიყო ხვევნა-კოცნა და არ ყოფილიყო აღსანიშნავი სუფრები. ამას ხშირად ვამბობდი, ამოიღეთ ჩანაწერები და ნახეთ! პირდაპირ ვაფიქსირებ – ქვეყანაში პოლიტიკურმა პროცესმა სერიოზულად შეუწყო ხელი იმ მდგომარეობას, რაშიც დღეს ვართ”, – განაცხადა გამყრელიძემ.