პაატა იმნაძე: ვირუსი შეკავებულია, შეზღუდვებიდან ორი კვირის თავზე მატება არ გვაქვს

ჯერჯერობით სტაბილიზაცია არის. ვირუსი შეკავებულია. შეზღუდვებიდან ორი კვირის თავზე მატება არ გვაქვს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ინფიცირებულთა დიდ რაოდენობას სისტემამ გაუძლო.

„შეზღუდვების დაწესებიდან ორი კვირის თავზე ვნახეთ, რომ ინფექციის ზრდა აღარ გვაქვს, მიუხედავად ტესტირების ორჯერ გაფართოებისა. ამანვე გვაჩვენა, რომ მაშინ, როდესაც მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ გავრცელების მხრივ, ჩვენმა სისტემამ გაუძლო ამას, მაგრამ მეტს ვერ გაუძლებდა. სწორედ ამის გამო, რომ პროგნოზი გაცილებით უარესი იყო, დაწესდა შეზღუდვები და ჯერჯერობით სტაბილიზაცია არის. ვირუსი შეკავებულია. შეზღუდვებიდან ორი კვირის თავზე მატება არ გვაქვს. ეს არის მთავარი შედეგი“, – განაცხადა იმნაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები