ზაალ უდუმაშვილი: ირაკლი კობახიძის გუშინდელი განცხადების შემდეგ ბუნებრივი იყო, რომ მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი გადაიდებოდა
,,ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ირაკლი კობახიძის გუშინდელი განცხადების შემდეგ ბუნებრივი იყო, რომ მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი გადაიდებოდა.
„ერთი რამ შემიძლია, გითხრათ, ირაკლი კობახიძის გუშინდელი განცხადების შემდეგ, რომელმაც გუშინ მოლაპარაკების მაგიდა ააყირავა, თავისი შანტაჟითა და მუქარით, ბუნებრივი იყო, რომ ეს შეხვედრა გადაიდებოდა. მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს რა მოლაპარაკებაზე უნდა მივსულიყავით, როცა „ქართული ოცნება“ პარტიის რეგისტრაციის გაუქმებით გვემუქრება, რა მოლაპარაკებაზეა საუბარი?“, – აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.
„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი დღეს აღარ გაიმართება.