ლევან ნიკოლეიშვილი: არის თუ არა კავშირში გერმანიის პროკურატურაში სანდრა რულოვსის დაბარება უკრაინელი ჟურნალისტების ვერსიასთან, რომ სააკაშვილმა რულოვსისა და მაჩალიკაშვილის მეშვეობით დაუკვეთა გაბუნიას მკვლელობა ჩეჩენ ბოევიკებს
“საინტერესოა, არის თუ არა კავშირში ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე სანდრა რულოვსის გერმანიის პროკურატურაში დაბარება გიორგი გაბუნიას რიტუალური მკვლელობის თაობაზე უკრაინელი ჟურნალისტების მიერ გამოთქმულ ვერსიასთან”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ნიკოლეიშვილი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, დიდი კვანძი გაიხსნას.
,,გუშინ გერმანული ტელეარხ DW-ის მიერ ცოტა არ იყოს დამაფიქრებელი ინფორმაცია გავრცელდა – საინტერესოა, არის თუ არა კავშირში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე სანდრა რულოვსის გერმანიის პროკურატურაში დაბარების ფაქტი გიორგი გაბუნიას რიტუალური მკვლელობის თაობაზე უკრაინელი ჟურნალისტების მიერ გამოთქმულ ვერსიასთან, რომლის თანახმადაც, მიშა სააკაშვილმა სწორედ სანდრა რულოვსისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის (ვახა ტერლოევი) მეშვეობით დაუკვეთა გიორგი გაბუნიას მკვლელობა ჩეჩენ ბოევიკებს, რათა საქართველოში რევოლუციური სცენარის განხორციელებისთვის ხალხის მასობრივი მღელვარება გამოეწვია? გერმანიის შესაბამისი ორგანოები საკმაოდ სერიოზულობით გამოირჩევიან – არ არის გამორიცხული, რომ ამით შესაძლოა, დიდი კვანძი გაიხსნას“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.