საქართველოში ბოლო 24 საათში Covid-19-ით 43 ადამიანი გარდაიცვალა

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბერდია სიჭინავამ უკანაკნელი დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელებულ პაციენტებზე და მათ საერთო რაოდენობაზეც ისაუბრა.
„ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 045 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 148 332-მდე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 657 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 570 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 2 067 შემთხვევა, აჭარა-331, იმერეთი-708, ქვემო ქართლი-352, შიდა ქართლი-214, გურია-72, სამეგრელო – ზემო სვანეთი-325, კახეთი-272, მცხეთა-მთიანეთი-133, სამცხე-ჯავახეთი-75, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-21.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 50 724 ადამიანი, მათ შორის თბილისში-19 817 პირი, აჭარაში – 10 336, იმერეთში-5 647″,-განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები